საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

შეტევა Attack Speach


ლოლიტა კაკაურიძე - პოლონეთის დელეგატი

     
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელ სამუშაო დოკუმენტთან დაკავშირებით მინდა წარმოგიდგინოთ პოლონეთის ოფიციალური პოზიცია.

     როგორც იყო წარდგენილი, ევროპის საგარეო კომიტეტმა აღნიშნა შემდეგი პრობლემა- საზღვრების არაეფექტური კონტროლი და მიიჩნევს რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ყველა სახელმწიფოში PATROL-ის მსგავსი პატარა ტაქტიკური ფორმაციების შექმნა სპეციფიური გეოგრაფიული არეალის მონიტორინგისთვის.

ევროკავშირთან სახელმწიფოების თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყაროს FRONTEX-ის ტიპის სააგენტოს რომელსაც არ ექნება მხოლოდ "შვიდი ხედვა" მისიებისა და მიზნების მხრივ.

მოუწოდებს PATROL-ს გააფართოოს და განავითაროს BLO (Boarder Liaison Officers) პროგრამა.

      ჩემი აზრით ეს პუნქტი უნდა იქნეს ამოღებული რეზოლუციიდან რადგან   თუ პოლონეთის პოლიტიკას მიგრაციის კუთხით გავადევნებთ თვალს დავინახავთ, თუ რა გზა განვლო ქვეყანამ იმისთვის რომ  მიეღწია ევროსტანდარტებისთვის, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნები და გამხდარიყო გაერთიანების სრულფასოვანი წევრი.

      საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ, პოლონეთი მიიჩნეოდა მიგრაციის მაღალი რისკის ქვეყნად. მას უნდა მოეგვარებინა საზღვრების დაცვის პრობლემა, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან ხვდებოდა უამრავი არალეგალური მიგრანტი აღმოსავლეთ ევროპიდან და აზიიდან. მართალია, პოლონეთის საზღვრებს იცავდნენ შეიარაღებული ძალები, საზღვარზე გაბმული იყო მავთულხლართები და მას სამხედროები მეთვალყურეობდნენ, მაგრამ ამ ეტაპის პირველ პერიოდში მისი საზღვრები წარმოადგენდნენ უკანონო ვაჭრობის, კორუფციის, მუშახელის უკანონო მიგრაციის, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის ზონად.
     1990წელს პოლონეთმა დაიწყო რეფორმების გატარება მიგრაციის სფეროში, რის შედეგადაც გარდაიქმნა ორი სახელმწიფო ორგანო, რომელთაც დაევალათ პოლონეთის ტერიტორიაზე შემოსული და მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების კონტროლი. სხვადასხვა სტრატეგიული საქმიანობის ზედამხედველობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს, ხოლო კონტროლის მექანიზმების ცხოვრებაში გატარება -- საზღვრის დაცვის სამსახურს.
     უკანონო მიგრაციები რომ არ გახშირებულიყო, საზღვრის დაცვის მიზნით 1997 წელს  მიიღეს სისტემაში საზღვრის დაცვის  პუნქტების ჩართვის გეგმა, რის შედეგადაც ააშენეს სამეთვალყურეო კოშკურები. 1998 წელს თითო საპატრულო კოშკურა აკონტროლებდა 43 კილომეტრიან მონაკვეთს, ევროსტანდარტების მიხედვით კი ყოველ 20-22 კილომეტრში უნდა ყოფილიყო სამეთვალყურეო კოშკი. რაც იმას ნიშნავდა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო.
      1997 წელს მიიღეს კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა პოლონეთში  უცხოელთა  შესვლის, გასვლისა და ყოფნის საკითხები. უცხოელად განისაზღვრა პირი, რომელიც არ ფლობს პოლონეთის მოქალაქეობას. კანონში გაიწერა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. განაცხადი არ დაკმაყოფილდებოდა, თუ განმცხადებელი ვერ  დააკმაყოფილებდა სამ ძირითად მოთხოვნას.
     ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ პოლონეთმა განახორციელა გარკვეული ცვლილებები.
     ამავე წელს შრომის სამინისტრომ გამოსცა ბრძანებულება, რითაც პოლონეთის მეზობელ სახელმწიფოების (უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი) მოქალაქეებს მიენიჭათ უფლება სამუშაო ნებართვის მიუღებლად შეესრულებინათ სეზონური სამუშაოები პოლონეთის ტერიტორიაზე. გაძლიერდა საზღვრის დაცვა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით რათა საზღვრის დამცველებს გაადვილებოდათ პატრულირება სასაზღვრო ზოლზე. 2008 წელს საზღვრის დაცვის თანამშრომლებს მიენიჭათ მიგრანტების წარსულის მოკვლევისა და ჩხრეკის უფლება
      2011 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რის შედეგადაც უკანონო  მიგრანტებს ქვეყანაში დარჩენის უფლება მიეცათ გარკვეული პირობებით.
ა    ამ ყველაფრის გათვალისწინებით პოლონეთი მივიდა იმ მდგომარეობამდე, როგორშიც არის ეხლა და ამიტომ თვლის საჭიროდ ეს პუნქტი იყოს რეზოლუციიდან ამოღებული.

გ           მადლობა ყურადღებისთვის.
სრული ვერსია

თავდაცვის სიტყვა Defence Speach

რობი სეფიაშვილი - საბერძნეთის დელეგატი.

 მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, რა თქმა უნდა ყველასთვის ცნობილია რომ, პოლონეთს არ სჭირდება სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება, რადგან ამ სახელმწიფოს საკმაოდ, კარგი და ძლიერი სასაზღვრო პუნქტები გააჩნია, მაგრამ ქვეყანას რომელსაც დღეს მე წარმოვადგენ, ანუ საბერძნეთს, რომელიც ამ მხრივ  ყველაზე რთულ ვითარებაშია. მოგეხსენებათ საბერძნეთის მეზობელი ქვეყნები არიან: ბულგარეთი, თურქეთი, მაკედონია. მათ შორის საქართველოც, რომელიც ჯერჯერობით განვითარებად ქვეყნების სიაშია. ამ ქვეყნებიდან ხდება ხალხის დიდი ნაკადის გადინება საბერძნეთში. რა თქმა უნდა ამ ხალხის დაახლოვებით 95% უკანონოდ გაკეთებული და გაყალბებული დოკუმენტებით კვეთს საზღვარს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით საბერძნეთის საზღვრებს ყოველ კვირა 9000 მიგრანტზე მეტი ადგება. ამ რაოდენობის დაახლოვებით 75% არალეგალურად კვეთს საბერძნეთის საზღვარს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ამ პუნქტის ამოღება რეზოლუციიდან საკმაოდ ფატალურ შედეგის გამოიღებს. ამიტომ მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება არ უნდა მოხდეს ევროკავშირის მხრიდან. პირიქით თუ ევროკავშირი საბერძნეთში გაგზავნის საბაჟო ექსპერტების საკმარის რაოდენობას, ამოქმედდება საიმედო სისტემა, რომელიც იოლად და დანამდვილებით აღმოაჩენს გაყალბებულ დოკუმენტებს თუ პიროვნებების იდენთიფიკაციისთვის გაყალბების სხვა საშუალებებს.

და კიდევ ერთი ჩემი აზრით პოლონეთის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ეგოისტურ ხასიათს ატარებს რადგან მას დაავიწყდა რომ ევროკავშირი არის ერთი დიდი ოჯახი, ამ ოჯახის წევრები კი ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით.

            მადლობა ყურადღებისთვის.

სრული ვერსია


Комментариев нет:

Отправить комментарий