შეტევა Attack Speach
პორტუგალიის დელეგატი
შეტევა Attack Speach
პორტუგალიის დელეგატი
ძვირფასო დელეგატებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ოფიციალური ლისაბონის სახელით და მაქვს პატივი წარმოვადგინო ჩემი ქვეყნის პოზიცია რეზოლუციის ფურცელში ერთერთი პუნქტის შესახებ, რომელიც გულისხმობს
• „მოგეხსენებათ, ევროკავშირმა გაატარა ლოიალური რეფორმა მსუბუქ ნარკოტიკების მიმართ, რამაც გამოიწვია ისეთი მძიმე ნარკოტიკების შემოტანა, როგორიცაა მეტამფეტამინი და ამფეტამინი.“
• „მოითხოვს, გაიზარდოს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსით და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღება გადავიდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულიდან მძიმე დანაშაულზე.“
რეზოლუციის მოცემულ პუნქტებში არასათანადოდ არის განხილული ნარკომანიის აღმოფხვრის ხერხები. პუნქტებში არის აღნიშნული ის, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია სასჯელის გაზრდით, რაც ძირითადად გულისხმობს ნულოვან ტოლერანტობას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე აკრიტიკებს მის მიმართ ლოიალური კანონმდებლობით მიდგომის მეთოდიკას.
მოდით განვიხილოთ პორტუგალიის მაგალითი. იმისათვის რომ ნათლად ჩანდეს თუ რა შედეგები გამოიღო პორტუგალიაში ლოიალურმა მიდგომამ მინდა შევეხო მის წარსულს და აწმყოს. XX საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყანაში უკვე წამოჭრილი იყო პრობლემები ნარკოტიკებთან და მის ამოჭრის ხერხთან, უკვე 1999-ში ამ მაჩვენებლებმა ღირშესანიშნაო ზღვარს მიაღწია და პორტუგალია ევროკავშირის ქვეყნებს შორის მწვერვალზე იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელით. პორტუგალიამ ასეთ მძიმე მდგომარეობაში იმის მაგივრად, რომ შემოეღო ნულოვანი ტოლერანტობა და უფრო გაემკაცრებინა ნარკოტიკთან დაკავშირებული კრიმინალური სასჯელი, ამის ნაცვლად მან 2001 წელს იხმარა ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მოახდინა დეკრიმინალიზაცია ყველა უკანონო ნივთიერებაზე. ახლა ვისაუბრებ ამ გადაწყვეტილების მიღების მომხდარ შედეგებზე. 2001 წლიდან მოყოლებული 2015 წლის ჩათვლით შემცირდა: ნარკოტიკის მოხმარებისგან შეძენილი ინფექციური დაავადებები 90%-ით, ნარკოტიკთან დაკავშირებული მცირე კრიმინალი 14 ათასიდან 6 ათასამდე და გადაჭარბებული დოზის შედეგად სიკვდილიანობამ 80%-ით.
რაც შეეხება ლოიალურ კანონმდებლობას ნარკოტიკებისადმი ევროკავშირში, მათ სახელმწიფოებს განსხვავებული ხედვა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება არსებობდეს ბევრი მიზეზი თუ რატომაცაა ასე, დავიწყოთ იმით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცაა ნარკოტიკი ბევრისთვის აღმაშფოთებელია და იწვევს შიშ ფაქტორს, შესაბამისად უბიძგებს ადამიანს რომ იაზროვნოს ან იმოქმედოს ბანალურად როცა მიდის საუბარი მასთან ლოიალურ დამოკიდებულობაზე, ანუ ამ შემთხვევაში გამოიყენოს ალტერნატივა და იმის ნაცვლად, რომ მიიღოს მეტად ეფექტური ან რადიკალური მოქმედება მაინც იღებს უშედეგო ზომებს. მინდა ისევ პორტუგალიის მაგალითი მოვიყვანო, როგორც უკვე ვახსენე ჩვენ ეს გადაწყვეტილება ზღვარზე ყოფნისას მივიღეთ.
მივმართავ ევროკავშირის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატად გამოიბამს ხოლმე თავს და რეალურად ამ რაპრესიულ რეზოლუციას ეთანხმება. განა რასაც ჩვენ დღემდე ვაკეთებდით, რაზეც აქამდე გვიმუშავია ფუჭი იყო? მას შემდეგ რაც ევროკავშირი დაარსდა სახელმწიფოებს დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და არა ბრძოლისკენ სისხლითა და მახვილით. შოკირებული ვარ იმით, რომ ამდენმა სახელმწიფომ ერთროულად დაივიწყა თუ რაიყო მათი ერთადერთი ღირებულება, დემოკრატია.
ოფიციალური ლისაბონი ინივიატივით შემოდის რომ მოხდეს ამ პუნქტის ამოღება ან ხელახალი გადახედვა. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი რომ ევროკავშირი ქმნის არადემოკრატიულ და უმოქმედო სტრუქტურას. ამ პრობლემის გარდა ეს რეზოლუცია მსოფლიო პოლიტიკურ სპექტრზე ევროკავშირს სახელს შეულახავს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ თავს მოჭრის.
მადლობა ყურადღებისთვის.
თავდაცვის სიტყვა Defence Speach
ლუკა ლიპარტელიანი - იტალიის დელეგატი
თავდაცვის სიტყვა Defence Speach
ლუკა ლიპარტელიანი - იტალიის დელეგატი
მოგესალმებით პატივცემულო გენერალურო მდივანო და დელეგატებო, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ოფიციალური რომის პოზიცია
პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ დღევანდელი იტალიის მდგომარეობა მაფიის კუთხით. მაფია უკვე საუკუნეზე მეტია რაც იტალიის წამყვან პრობლემას წარმოადგენს. მაფია სამწუხაროდ არის მზარდი ძალა მისი მასშტაბი ქვეყანაში სასტიკად დიდია მოსახლეობის 22% რაღაც კავშირში მაინც არის მაფიასთან.
როგორც მოგეხსენებათ მაფიოზთა კლანების მთავარი მაცოცხლებელი ძალა ზუსტადაც ნარკოტიკებით ვაჭრობაა, სამწუხაროდ ლოიალური კანონებით და ასეთი სუსტი მიდგომებით ჩვენ ვერ შევძლებთ ქვეყნაში აღმოვფხვრათ მაფიის ჰეგემონია. მინდა ვთქვა ისიც რომ იტალიური მაფია მსოფლიო მასშტაბით საფრთხის შემცველ მოქმედებებს სჩადის მაგალითად იტალიის ტერიტორიაზე ორი უდიდესი კლანი ნდრანგეტა და კალაბრია ითვლებიან ევროპის უდიდეს ნარკო-კერძოდ კოკაინით მოვაჭრეებად.
მაფიის მზარდი ძალა პირდაპირ განპირობებულია კანონის ლოიალურობიდან. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება რჩებოდა ლოიალური და შემწყნარებლური ნარკო მომხმარებლების, შემნახველების და გამსაღებლების მიმართ. ჩვენ ლმობიერი მიდგომები უკვე გამოვცადეთ რამაც შედეგი არ გამოიღო და პირიქით მაფიის ძალაუფლება გაიზარდა.
ვფიქრობ თუ ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ მაფიასთან და ამას გარდა აღმოვფხვრათ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანთა სიკვდილიანობა პირველ რიგში უნდა წავიდეთ გამკაცრებისკენ რადგანაც ჩვენ გამოვცადეთ რბილი და ლმობიერი მიდგომები რაც უკვე წლებია არ ამართლებს თვით 2004 წლის მონაცემებით მოსახლეობის 69,5%ს სურდა ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრებულიყო და ეს არ ეხება მხოლოდ ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებს მოსახლეობა მიესალმება კანონის გამკაცრებას მსუბუქი მოხმარების ნარკოტიკებიადმიდაც.
მიუხედავად ამისა , პორტუგალიის დელეგატი ამბობს რომ იმ ქვეყანაში , რომელიც 15 ყველაზე კრიმინალურ სახელმწიფოში შედის და ნარკოკარტელები ყვავის, უნდა გატარდეს ლმოიბიერი პოლიტიკა. მინდა გითხრათ რომ ყველა პორტუგალია ვერ იქნება. კარგი იქნება თუ სანამ რაიმეს გააპროტესტებდით გადაგეხედათ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების ვითრებას. რაც შეეხება დემოკრატიას ალბათ არ იცით რას ნიშნავს. როგორც აღვნიშნე საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე რომ კანონის გამკაცრების აუცილებლობა დგას,
მადლობა ყურადღებისთვის!
Комментариев нет:
Отправить комментарий