ქალთა სოციალური და პოლიტიკური დისკრიმინაცია.
შეტევა Attack Speach
მარიამ ძოწენიძე - გერმანიის დელეგატი
მადლობა ყურადღებისთვის.
სრული ვერსია
თავდაცვის სიტყვა Defence Speach
ნინო დვალი - საფრანგეთის დელეგატი
მოგესალმებით ქალბატონები და ბატონებო.მაქვს პატივი ოფოციალური პარიზის სახელით დავიცვა ქალთა უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შემუშავებული კომუნიკე.კონკრეტულად კი პუნკტი კვოტირების შესახებ.
თითქმის მთელი კომიტეტი და დარწმუნებული ვარ აქ მყოფი საზოგადოება ვთანხმდებით იმაზე,რომ კვოტირების გზით ქალების დასაქმება ან თუნდაც პარლამენტში შეყვანა არის სრული აბსურდი.ეს ტენდენცია არის "თანასწორობის" არასწორი ინტერპრეტაცია.
და საერთოდ რა საჭიროა კვოტირების შემოღება სასურველი ბალანსის დასამკვიდრებლად? ამ სისტემის შედეგი არის სრული დისკრიმინაცია და ქალებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა.რატომ მაინც და მაინც კვოტირება? და არა ქალთა დასაქმების გაზრდის სხვა გზები?
კვოტირების სისტემა აშკარად ეწინააღმდეგება თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს.დამსაქმებელს უნდა ქონდეს უფლება თავად აირჩიოს ვის მიიჩნევს ღირსეულ კანდიდატად და არა პროცენტულად ან სქესის მიხედვით.ყველამ კარგად ვიცით,რომ კვოტირების შემოღების შემდეგ პოლიტიკოსებს ან უბრალოდ დასაქმებულებს აირჩევენ მათი სქესის გამო და არა კვალიფიკაციის/განათლების გამო,რის შედეგადაც უფრო შემცირდება ქალების დასაქმების მაჩვენებლები.მემგონი ყველა დამეთანხმება იმაში,რომ ეს არის სრულფასოვანი დისკრიმინაცია.კვოტირების შემოღება ერთი შეხედვით თითქოსდა ეფექტურია,იმიტომ რომ ქალებს არ შესწევთ ძალა თავად დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში,მაგრამ ეს ეფექტი მოკლევადიანია და ვერ აგვარებს ფუნდამენტურ პრობლემებს.
კვოტირებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებაში სტერეოტიპების გამყარება და რაღაც მხრივ ეს აგრესია ქალებისადმი შეიძლება იყოს საფუძვლიანი,რადგან კვოტირება ეჭვქვეშ აყენებს კადრების კვალიფიკაციურობას.
აუცილებლად იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება,რომ ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ინსტიტუტებში არ ნიშნავს დისკრიმინაციის პრობლემის აღმოხვრას.მაგალითად შემიძლია მოვიყვანო უგანდაში ჩატარებული კვლევის შედეგები.ქალის გავლენიანობა არ ვრცელდება ოჯახში გავლენიანობაზე.
მინდა მივმართო გერმანიის წარმომადგენელს საერთოდ რატომ ან რის საფუძველზე ახსენებს კვოტირებას? კვოტირება თქვენს ქვეყანაში არის მაგრამ მაინც ცუდი მდგომარეობა გაქვთ ქალთა უფლებების მხრივ, და თქვენ გსურთ რომ მსოფლიოს აჩვენოთ თქვენი გენდერული დისბალანსის სისწორე? ეს არის სრული სისულელე!
და ბოლოს...მე ქალი ვარ,მე გამაჩნია ჩემი უფლებები და არანაირად არ მჭირდება ხელოვნური ბარიერების დაწესება! ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავის გამოვლინებისათვის არ მჭირდება მსგავსი ბარიერები.მე ვამაყობ იმით,რომ ვარ ქალი და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება!
მადლობა ყურადღებისთვის.
მადლობა ყურადღებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий